ჩემი პროექტის პორტფელიო''საქართველოს კუთხეები''
ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში.
მსვლელობისას ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.
Monday, May 9, 2016
Sunday, May 8, 2016
მე-8 დღე
მემმეშვიდე და მერვე დღის მოდულმა საშუალება მომცა დავფიქრებულიყავი მასწავლებლის როლზე,როგორც ფასილიტატორზე შემდეგი თვალსაზრისით დიფერენცირებული სწავლება;საპროექტო სწავლების მიდგომის წარმატებაა,ამ დროს ყველა მოსწავლე ჩართულია აქტივობებში შესაძლებლობის გათვალისწინებით. ვქმნით მოსწავლის მხარდამჭერ სავარჯიშოს, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია საჭიროა, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ საბაზო ცოდნის გამოყენება.მმმგკდგჯ
Saturday, May 7, 2016
მე-7დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ სავარაუდო ნაშრომი
გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ, შეფასების დროის ჩარჩოში
ჩავამატე შეფასების ორი ინსტრუმენტი - ჩეკლისტი და რუბრიკა
გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები
Subscribe to:
Posts (Atom)