Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფელიო''საქართველოს კუთხეები''

ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში ჩართული, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე. პროექტული სწავლებისას უვითარდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს. ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
მსვლელობისას  ამ მოდულის ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
მოდული იყო ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი, იყო ასევე ნაყოფიერი რადგან პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

მემეშვიდე და მერვე დღის მოდულმა საშუალება მომცა დავფიქრებულიყავი მასწავლებლის როლზე,როგორც ფასილიტატორზე შემდეგი თვალსაზრისით დიფერენცირებული სწავლება;საპროექტო სწავლების მიდგომის წარმატებაა,ამ დროს ყველა მოსწავლე ჩართულია აქტივობებში შესაძლებლობის გათვალისწინებით. ვქმნით მოსწავლის მხარდამჭერ სავარჯიშოს, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია საჭიროა, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ საბაზო ცოდნის გამოყენება.მმგკდგჯ

Saturday, May 7, 2016

მე-7დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით
პორტფოლიოს რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ სავარაუდო ნაშრომი
გავეცანი ერთ-ერთი პროექტის რუბრიკას და მოვარგე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილება, კერძოდ, შეფასების დროის ჩარჩოში
ჩავამატე შეფასების ორი ინსტრუმენტი - ჩეკლისტი და რუბრიკა
გეგმის შაბლონში გავწერე პროექტში გამოყენებული შეფასების მეთოდების მიზნები

Sunday, April 24, 2016

მე-6 დღე

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს დავალებების შესრულებას.ასევე  შევქმენი ჩეკლისტი რომელიც დაეხმარება მოსწავლეს ააწყოს სლაიდები და გააკეთოს თვითშეფასება

Saturday, April 23, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.განვათავსე ბლოგზე საკუთარი პრეზენტაცია შევაფასე კოლეგის საკვანძო კითხვები და სასწავლო შეფასების რუბლიკის გამოყენებით bookmarks-ის .გამოყენება, რათა მოსწავლემ უკეთ შეძლოს საჭირო იმფორმაციის შენახვა-გამოყენება. მაგ, ბჭყალების გამიყენება.გავეცანი რიგორ  დავიცვა საავტორო უფლებები

Sunday, April 17, 2016

მეთხე დღე

ეს  მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების ფორმების გამოყენება.რამდენიმე თვალსაზრისით გავეცანი  ხუთ სტრატეგიას.
ამ სტრატეგიაში გავეცანი შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს.ეს მედოდები და ისტრუმენტები დამეხმარა შეუთავსო  მოსწავლეების  წინარე ცოდნა და საჭიროებები
პროგრესის მონიტორინგი
თვითრეგულირება და თანამშრობა
მეტაშემეცნების წახალისება  და გაგების დემონსტრირება


გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია

Saturday, April 16, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამომეყენებინა სტსნდარტების მიმცემი საკვანძო სიტყვების გამუყენება რანდენიმე მიმართულებით.
სტანდარტები მოვარგე ჩემს მიერ დაგეგნილ პროექტს,
შევიმუშავე პროექტის მიზნები.
მიმართულების მიმცემი კითხვები დამეხმარა მოსწავლეების გამოწვევაში.